• Home
  • Contact
  • Sitemap
  • Geo
  • Eng
  • Rus
Header

ძირითადი პრობლემები

 

მობილური ტელეფონი ჩვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ატრიბუტია, ჩვენ უკვე ვერც კი წარმოვიდგენთ ნებისმიერი სახის ბიზნეს მობილური ტელეფონის გარეშ. თუმცა მიუხედავად ყველაფრისა ისინი ზიანდება და ფუჭდება და ხშირ შემთხვევაში ეს ჩვენი ბრალია. ასეთ დროს უმჯობესია  მიმართოთ სერვის ცენტს სადაც არიან სერტიფიცირებული სპეციალისტები, რომელიც უცბად გაარკვევენ დაზიანების მიზეს და შეაკეთებენ თქვენს მობილურს, ეს არის ყველაზე  იდეალური გამოსავალი, რადგან თქევი ჩარეკა კიდე უფრო დაამძიმებს მდგომარეობას.

ერთ ერთი ყველაზე გავრცელებული შემთხვევა არის კლავიატურის ნაწილობრივი ან სრული დაზიანება. ძირითადად ეს არის კორპუსში სითხის მოხვედრის ბრალი, რომლის მერეც ხდება კონტაქტების დაზიანება. იმ შემთხვევაში თუ მისი გაწმენდა არ უშველის მაშინ ეს უკვე მობილურის პროცესორის ბრალი იქნება და თქვენით ამ პრობლემას ვერ უშველით. თუ დაზიანება არის მექანიკური მაშინ საჭირო გახდება ტელეფონის სრული დაშლა რაც გამოცდილი სპეციალისტის კომპენსაციაში შედის.

ალბათ თქვენც შეამჩნევდით, რომ  ტელეფონის ყველაზე ხშირი დაზიანების მიზეზი არის მასში სითხის მოხვედრა, ეს კიდევ გამოიწვევს ნებისმიერი სახის პრობლემას. თუ თქვენი ტელეფონი დასველდა მაშინ საჭირო გახდება აკუმულატორის შეცვლა  და აპარატის გამშრალება, თუ მიღებული ზომების მერე ტელეფონი კარგად მუშაობს მაშინ უახლოესი პერიოდის განმავლობაში აპარატი კიდევ დიდ ხანს მოგემსახურებად.

თუ ტელეფონი არ იტენება ეს შეიძლება დამტენის ბრალიც იყოს, მითუმეტეს თუ ეს დამტენი არ არის ორიგინალი. მისმა ხანფრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ტელეფონის  ძალიან სერიოზული დაზიანება.

საკმაოდ ხშირად ტელეფონის მფლობელებს აქვს ეკრანის პრობლემა, როდესაც ეკრანი ციმციმებს ან უბრალოდ ითიშება. თუ ტელეფონი არის გასაშლელი ან სლაიდი მაშინ ეს შლეიფის ბრალი იქნება, რომელიც ზიანდება მისი ხშირი მოხმარებით, სხვა დანარჩენ შემთხვევებში ეს თვითონ ეკრანის ბრალი იქნება.

 

როდესაც ტელეფონი სწრფად ჯდება შეგიძლიათ სცადოთ მისი დატენვა იგივე მოდელის ტელეფონის დამტენით, თუ იგივე შედეგი იქნება ეს შეიძლება უხარისხო დამტენის ბრალიც იყოს რადგან ის ვერ იღებს მისთის საჭირო ენერგიას.

 

ნებისმიერ შემთხვევაში თუ დაზიანება არ არის თქვენს კომპეტენციაში, მაშინ არ უნდა შეეცადოთ დაზიანების დამოუკიდებლად გამკლავებას, რადგან თანამედროვე ტელეფონები საკმაოდ ძვირადღირებულები არიან და მათ სქემაში ჩარევა ხშირ სემთხვევაში მთავრდება საკმაოდ ცუდი შედეგით.

Created by: ProService