• Home
  • Contact
  • Sitemap
  • Geo
  • Eng
  • Rus
Header
       პატივცემულო მომხმარებლებო
იმისათვის რომ თქვენ მიიღოთ სრულყოფილი და კვალიფიციური  საგარანტიო მომსახურება, აუცილებელია  სერვისცენტრში შეკვეთის დაფიქსირებისას თან იქონით:
ა) სწორად და სრულად შევსებული( მწარმოებლის ან სავაჭრო ორგანიზაციის) საგარანტიო ტალონი.
ბ) ფუჯიფილმის  პროდუქციაზე  გარდა საგარანტიო ტალონისა აუცილებელია თან იქონიოთ  შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები( სალარო აპარატის ჩეკი; განვადების ხელშეკრულება; საგადასახადო დავალება)


•    სერვის ცენტრი  საგარანტიო ნივთების შეკეთებისას ხელმძღვანელობს  იმ პირობებისა და წესების შესაბამისად, რაც განსაზღვრულია მწარმოებელი ან სავაჭრო ორგანიზაციის მიერ გაცემული  საგარანტიო ტალონებში
•    მომხმარებლის მიერ დაფიქსირებული დეფექტის შესაბამისობა საგარანტიო პირობებთან დგინდება დიაგნოსტიკის პროცესში , როგორც მომხმარებელთან  სპეციალისტის ვიზიტისას( მსხვილი საოჯახო ტექნიკა)  ან უშუალოდ სერვისცენტრში.
•    სერვისცენტრი იტოვებს უფლებას, უარი განაცხადოს შესაკეთებელ ნივთზე საგარანტიო მომსახურების გაწევაზე, თუ კი შემოწმებისა და დიაგნოსტირების პროცესში გამოვლინდება რომ, ნივთის გაუმართაობა გამოწვეულია ექსპლუატაციის, ტრანსპორტირების ,შენახვის ან სხვა იმ პირობების დარღვევით, რაც  განსაზღვრულია ნივთის მწარმოებელი ან სავაჭრო ორგანიზაციის  საგარანტიო პირობებით.
•    საგარანტიო მომსახურების გაწევის მიზნით  შესაკეთებელი ნივთის სერვისში  მიტანა უნდა უზრუნველყოს მომხმარებელმა,
•    გარდა იმ შემთხვევებისა როდესაც, მსხვილი გაბარიტული ტექნიკის დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე, შეუძლებელია კვალიფიციური  რემონტის განხორციელება მომხმარებლის მისამართზე და საჭიროებს სპეციფიკურ შემოწმებას და ტესტირებას  სერვის ცენტრი პირობებში.
•    ამომწურავი ინფორმაცია  საგარანტიო პირობებისა და წესების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ  შესაკეთებელი ნივთზე გაცემულ საგარანტიო ტალონში.

Created by: ProService