|
მოხმარების წესები :
ადრე თუ გვიან ნოუთბუქის მოხმარება მას მწყობრიდან გამოიყვანს, ხოლო შედეგის დაბრალება მოგიწევთ მხოლოდ საკუთარ თავზე. ნოუთბუქი არის საკმაოდ რთული ტექნიკა, ამიტომ მის სწორი მოხმარების ცოდნა ძალიან გამოგადგებათ. პრინციპში არსებობს ინსტრუქცია , რომელიც საკმაოდ ზუსტად აღწერს მის სწორად გამოყენების წესებს, მაგრამ სამწუხაროდ ცოტა თუ ეცნობა მას.
არ ღირს ამ საქმეს ზედაპირულად უყუროთ. ყურადღება მიაქციეთ ტემპერატურას. თუ თქვენ გაგაქვთ ნოუთბუქი შენობიდან გარეთ, ჯერ მიეცით მას საშუალება შეეგუოს ტემპერატურას– ამისათვის მას სჭირდება 2 საათი. წინააღმდეგ შემთხვევაში კონდენსატორმა შეიძლება დააზიანოს „გამტარების ბილიკები“. ნოუთბუქის მთავარი მტერი – წყალია და მასზე მოქმედებს თუნდაც წყლის მცირედი რაოდენობის მოხვედრა, მაშინ როდესაც წყლის მოხვედრა კლავიატურაში, აზიანებს პლატას რაც – იწვევს მის სრულ დაზიანებას და მის სამომავლო შეცვლას. აუცილებლად შეიძინეთ ჩანთა ნოუთბუქის ტრანსპორტირებისათვის, რომელიც არის სპეცუალურად ასეთი შემთხვევებისათვის გამოგონილი, ჩანთა არის წყალგაუმტარი.
არ ღირს ორიგინალი დამტენის შეცვლა. არის ისეთი შემთხვევებიც როდესაც პლატა ზიანდება სხვა დამტენის გამოყენების გამო, ხოლო თუ დამტენი ძალიან განსხვავდება ორიგინალი დამტენისგან – არც კი სცადოთ მისი გამოყენება, შედეგი შეიძლება ძალიან მძიმე იყოს. ნოუთბუქის ყველაზე ნაზი და ძვირად ღირებული ნაწილი არის თხევადკრისტალური მატრიცა. მისი დაზიანება შეიძლება მაშინაც კი როდესაც ნოუთბუქი დაკეტილი არის, თუ მის თავს ძალიან დავაწვებით ან ზემოდან უცხო ნივთებს დავადებთ. ყველაზე სახიფათო არის მასზე ძალის მოხვედრა მიუხედავთ მისი სიძლიერისა. ყველასათვის ცნობილია,რომ სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს ნოუთბუქის დავარდნამ – იყავით ყურადღებით! მას აგრეთვე დააზიანებს წყალიც თუნდაც უმნიშვნელო დოზით, არ შეეხოთ ეკრანს ხელით. პატარა ნაკაწრები არ დააზიანებენ ეკრანს მაგრამ ვიზუალურად ძალიან გააფუჭებენ მას. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ სპირტი ნოუთბუქის მოსავლელად.
ასეთ დროს საღებავი ნოუთბუქისგან გაცვდება. კლავიატურის გასაწმენდათ ყველაზე საუეთესო საშუალება არის ჩვეულებრივი მტვერსასრუტი. მისი დახმარებით თქვენ შეძლებთ კლავიატურიდან მტვერის მოცილებას, მტვრის გაწმენდას თქვენ ვერ მიაღწევთ ჩვრის გამოყენებით. მტვერსასრუტი უნდა გამოიყენოთ მინიმალური შეჭოვით. თუ თქვენ სწორად მოიხმართ ნოუთბუქს, ის თქვენ მოგემსახურებათ იქამდე სანამ , თქვენ არ გადაწყვეტთ მის ახლით შეცვლას. არ ღირს ამ მოვლენის დაჩქარება, თუ არ არის ამის საჭიროება.
|