• Home
  • Contact
  • Sitemap
  • Geo
  • Eng
  • Rus

ძირითადი პრობლემები :

 

 

ტელევიზორმა დაიკავა მოწინავე ადგილები ყოველი ბინის მისაღებში, ეს იმის დამსახურებაა რომ ტელევიზორს შეუძლია გადმოსცეს აუდიო და ვიდეო გამოსახულება, გვეხმარება ვიყოთ უახლესი ამბების საქმის კურსში და აგრეთვე ვტკბებოდეთ უახლესი ფილმების ყურებით, მაგრამ ტელევიზორიც როგორ სხვა ნებისმიერ ტექნიკა შეიძლება დაზიანდეს.

ხშირი დაზიანებები:

-ტელევიზორი არ ირთვება/არ ანათებს ლოდინის რეჟიმი.

სავარაუდოთ დაზიანებული არის კვების ბლოკი, ასევე შეიძლება ეს გამოწვეული იყოს  ელექტო მიკროსქემის მოკლე ჩართვით.ამის გამოსასწორებლად შეიძლება საჭირო გახდეს მთლიანი ბლოკის ან მისი ნაწილების შეცვლა. გარდა ამისა ტელევიზორებზე შეიძლება დაზიანდეს კვების ღილაკებიც, მაგრამ ზუსტი და სრული პასუხის მისაგებად საჭირო არის ტელევიზორის დიაგნოსტიკა.

-ტელევიზორი არ ირთვება/ითიშება/არ ანათებს ლოდინის რეჟიმი.

დაზიანებულია  კვების ბლოკი ან  პლატა.

-ტელევიზორს არ ააქვს ხმა.

                მწყობრიდან გამოვიდა  დაბალი  ხმის გამაძლიერებლები , ან მისი გადამკვრელი. შეიძლება აგრეთვე იყოს პროგრამული პრობლემაც.

-არ არის გამოსახულება.

                საჭირო არის მთლიანი პლატის დიაგნოსტიკა, ასევე შეიძლება საჭირო იყოს განათების მატრიცას დიაგნოსტიკაც, არის ისეთი შემთხვევებიც რომლის დროსაც რთულია განსაზღვრო ეს მარტო ერთი გამანათებლის ბრალია თუ ზოგადად მთლიანი ტელევიზორის.

 

-ტელევიზორი არ რეაგირებს პულტზე/ ტელევიზორის კორპუსზე ღილაკები.

                ეს პრობლემა ხშირ შემთხვევაში შეიძლება პროგრამის ბრალიც იყოს.

-ტელევიზორზე ქრება გამოსახულება.

ასეთი პრობლემა ძირითადად ხდება ტემპერატურის მატებისას ან ნაწილების ბუნებრივი გაცვეთის დროს.

-ტელევიზორი არ იჭერს არხებს.

                ეს შეიძლება  ტელევიზორის ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალის - ტიუნერის ბრალი იყოს, რომელიც ღებულობს სიგნალს ანტენისგან, რომელიც აყენებს პარამეტრებს მითითებულ სიხშირეზე.

 არ გირჩევთ რემონტის თვითნებურად გაკეთებას. რემონტს უნდა აკეთებდეს პიროვნება , რომელიც ნამდვილად კარგად ერკვევა ტექნიკაში და აქვს მისი შეკეთების გამოცდილება. წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან დიდი შანსი გაქვთ ტელევიზორის საბოლოოდ დაზიანებისა, რომლის მერეც ყველაზე კარგი სპეციალისტიც კი ვერ შეძლებს თქვენს დახმარებას.    

 

                                                                                                                       

Created by: ProService