• Home
  • Contact
  • Sitemap
  • Geo
  • Eng
  • Rus
მოხმარების წესები :

       ის რომ თქვენ იყიდეთ უახლესი მოდელის ტელევიზორი ეს იმას არ ნიშნავს რომ ის მუდმივად იმუშავებს. ნებისმიერი ტექნიკა საჭიროებს ელემენტარული მოხმარების წესების დაცვას. ეს ეხება როგორც სისტემის მტვერისა და ჭუჭყისგან გაწმენდას, ასევე საჭირო არის გარკვეული ინტერიერის წესების დაცვაც. მემგონი არ ღირს შეხსენებად რომ ოთახის სწორი ტემპერატურა მოქმედებს როგორც ტელევიზორის მუშაობის სიჩქარეზე ასევე მის გამოსახულებაზეც. არ ღირს ტექნიკის დაბალ ტემპერატურიან ოთახში შენახვა, მაგალითად +10 გრადუსზე უფრო დაბალ ტემპერატურის დროს. იმისათვის რომ თავიდან აიცილოთ სპეციალისტის დახმარება აუცილებელი არის რიგი ძალიან მარტივი მაგრამ საჭირო წესების დაცვა.

 

          კორპუსი შეიძლება დაზიანდეს მასთან შეხებით, ან დატოვოთ ცხიმიანი ლაქა, ან დეფორმირდეს ცოტა უხეში და არასწორი შეხებისგან. ტელევიზორის გაწმენდა აუცილებელი არის თხელი აბრეშუმის ნაჭრით ან მშრალი მსუბუქი ქსოვილით ან თუნდაც ხელსახოცით რომელიც არ იქნება დასველებული სხვადასხვა საწმენდი საშუალებებით. ეკრანი ძირითად შემთხვევებში დამზადებული არის შუშისგან და ამიტომ მას საკმაოდ ნაზად უნდა მოექცეთ, რომ არ დააზიანოთ მისი ნაზი კონსტრუქცია. მტვრისგან მისი გაწმენდა უმჯობესია ნამიანი ხელსახოცით, თუმცა ეს ხელსახოცი უნდა იყოს სპეციალურად დამზადებული ეკრანების საწმენდათ. ძირითადადთ ეს ხელსახოცები იყიდება სპეციალურ მაღაზიებში ან სახელოსნოებში. მაგრამ LED ტელევიზორების მოვლა არ გულისხმობს მხოლოდ გარეგან მოვლას, ასევე აუცილებელი არის მისი შიგნიდან მოვლაც.  რადგან სწორად რომ შიგნიდ გროვდება ყველაზე მეტი მტვერი და ჭუჭყი. ეს ჭუჭყი სამომავლოდ მოკლე ჩართვის პროვოცირებას ახდენს, კონტაკტების დამჟავებას, სხვადასხვა ბლოკების დაზიანებას. არ დაგავიწყდეთ,რომ მტვერს შეუძლია სინესტის დაგროვება.

 

Created by: ProService