ძირითადი პრობლემები
ძირითად შემთხვევებში (90 %) სარეცხი
მანქანის დაზიანება მომხმარებლის ბრალია და მხოლოდ შეკეთების 10
% ხდება
მანქანის გაცვეთით ან ქარხნული დეფექტით.
- დაზიანების ძირითადი მიზეზი არის – სხვა ობიექტებით
მანქანის დაბინძურება: მონეტებით, ტყავის ნაწარმით, ლიფის რკინებით,
ღილებით და ასე შემდეგ.
სულ ახალი და თანამედროვე მანქანაც კი არ არის დაზღვეული დაზინებისაგან და მასში
უცხო ნივთების მოხვედრით. ასეთ ნივთებს შეუძლიათ ბარაბნის დაზიანება, ტენის
ამოტრიალება, მილის
დაბინძურება, და სხვა სახის დაზიანებები.
ცალკე მიზეზით დაზიანებული
სარეცხი მანქანა - მაგალითად: მისი დაბინძურება, რომლის გასაწმენდადაც საჭირო არის მისი დაშლა. ასეთი დაზიანება საჭიროებს
არა მარტო სარეცხი მანქანის შეკეთებას არამედ თქვენი ქვედა სართულის მეზობლი ბინის
რემონტსაც.
- მეორე შემთხვევა უფრო ხშირია –
ლუქის სახელურის მოტეხვა (ყველას არ ყოფნის მოთმინება, ან ცოდნა, იმისთვის რომ დაელოდოს ლუქის ბლოკის მოხსნას, რომელიც (სიფრთხილისთვის) ხდება დაახლოებით 1 – 2 წუთის შემდეგ რაც დასრულდება სარეცხის რეცხვა), როდესაც თქვენ იხმართ ძალას იმისათვის რომ გახსნათ ლუქი,თქვენ აზიანებთ მის ღილაკებს,
გადამრთველებს და ხსნით ლუქის თავსახურს.
- კიდევ ერთ ერთი მიზეზი არის რეცხვის
დროს ზედმეტი სარეცხი ფხვნილის ან საპნის გამოყენება (განსაკუთრებით საბავშვო სარეცხის რეცხვისას).
ეს იწვევს გამაცხელებელი ელემენტის დაზიანებას, მის ზედმეტ გაცხელებას რაც საბოლოოდ მთავრდება
მისი გადაწვით (ხანდახან
მისი აფეთქებითაც). ასეთ
დროს საჭირო ხდება სარეცხი მანქანის კაპიტალური რემონტი რადგან ტენის
გამოცვლა შეიძლება საკმარისი არ იყოს.
- აგრეთვე ხშირია მანქანის გადატვირთვაც. როცა ბარაბანში ხვდება სარეცხი მისი
გაწურვისას იწყებს ხტუნვას. ირღვევა
გერმენტულობა, წყალი ბაკიდან ხვდება ავზში, რის მერეც იწყება დაჟანგვა და მანქანა იწყებს
გრუხუნს. ვერტიკალური მოდელის სარეცხი მანქანებში
იღუნება ღერძი, ასეთი სახის რემონტი კი არც თუ ისე იაფია: გამორიცხული
არ არის რომ სარეცხი მანქანას დაჭირდეს ბარაბნის და ავზის შეცვლა.
- არასწორი მოხმარების გარდა სარეცხი
მანქანის მფლობელი აყენებს დამატებით ზიანს, მაშინ
როდესაც ცდილობს დამოუკიდებლად მის შეკეთებას.
იმისათვის რომ სარეცხი
მაქნანამ კარგათ იმუშაოს მის მოხმარებამდე აუცილებელი არის მოხმარების წესის
წაკითხვა და ყოველი რეცხვის დაწყებამდე ჯიბეების შემოწმება, იმისათვის რომ თავიდან აიცილოთ ზედმეტი ნივთებით სარეცხი მანქანის დაზიანება.
სარეცხი მანქანის ტიპიური
დაზიანებები:
- მუშაობის დროს წყლით სავსე სარეცხი
მაქანის გაჩერება
- რეცხვისას გადამრთველების გათიშვა
- წყალი არ ცხელდება
- ადგილი აქვს წყლის ზედმეტ გაცხელებას
- არ მუშაობს გაწურვის სისტემა
- არ ტრიალებს ბარაბანი
- იგრძნობა გაყვანილობის დამწვრის სუნი
- მანქანა არ ირთვება
- შეიმჩნევა წყლის გადინება
- ლუქი არ იღება
- წყალი არ გროვდება
- თან ახლავს ძლიერი ვიბრაცია
- ისმის ზედმეტი ხმაური
|