|
ძირითადი პრობლემები :
ფოტოაპარატი - ეს არის ტექნიკა რომელიც ნებისმიერი მოგზაურის თანამგზავრია და კიდევ იმათთვის ვისაც უყვარს განსაკუთრებული მომენტების აღბეჭდვა. ფოტოაპარატის ძირითადი შემადგენელი ნაწილი არის ობიექტივი, რომელიც შედგება ლინზასგან და მექანიზმისგან, რომელიც ცვლის დაშორებებს და აფიქსირებს თქვენთვის საჭირო ობიექტს. ციფრულ აპარატებში ობიექტივიდან გამოსახულებას იღებს ფერებზე რეფლექტორული მატრიცა, რომელიც ავტომატურად უშვებს მონაცემებს პროცესორზე, რომელიც თავის მხრივ ინახავს მონაცემებს უკვე ციფრული გამოსახულებით ფოტოაპარატის მეხსიერების ბარათზე. ფოტოაპარატი ძალიან სათუთი მექანიზმია, რომელიც ვერ აიტანს არაფროფესიონალურ ტექმომსახურეობასა და რემონტს. ფოტოაპარატის ძირითადი დაზიანებები: -არ მოძრაობს/ობიექტივი არ გამოდის.
ფოტოაპარატის დაზიანებებს შორის ობიექტივის დაზიანება ყველაზე ხშირი შემთხვევაა. ამის მიზეზი ძირითადათ ფოტოაპარატის ობიექტივზე ძალის დატანებაა - დავარდნა ან დარტყმა. არის შემთხვევები, როდესაც დაზიანებული ობირქტივის შველა მისი შეკეთებით შესაძლებელია, ხოლო თუ მისი შეკეთება შეუძლებელია მაშინ საჭირო არის მექანიზმის ობიექტივის მთლიანი შეცვლა. -ფოტაპარატი არ ფუნქციონირებს. შეიძლება დაზიანებულია ობიექტივი ან მატრიცა რომელიც იღებს გამოსახულებას ობიექტივიდან. ასეთ დროს საჭირო არის ფოტოაპარატის პროგრამული განახლება. -ფოტოაპარატი სწრაფად ჯდება. უმეტეს შემთხვევაში საჭირო არის აკუმულატორის ელემენტის შეცვა.
|