• Home
  • Contact
  • Sitemap
  • Geo
  • Eng
  • Rus
Header

მოხმარების წესები:

ფოტოაპარატი - არის ზუსტი ტექნიკა, რომელიც თან ითავსებს ციფრული ელექტრონიკის ელემენტებს. თუ მას სწორად მოექცევით, და დაიცავთ მოხმარების წესებს, რომელიც საჭირო არის ფოტოაპარატისთვის, ფრთხილად მოექცევით მის მექანიზმს დაიცავთ მას დაბინძურებისაგან, ის თქვენ მოგემსახურებათ დიდი ხანი ზედმეტი შეკეთების გარეშე. 

 

 

ფოტოაპარატის შენახვა უმჯობესია სპეციალურ ჩასადებში, რომელიც იცავს ფოტოაპარატს ჭუჭყისგან და ასევე მექანიკური ზემოქმედებებისგან.

 

ძლიერი დარტყმების დროს, ფოტოაპარატის ძირს დავარდნამ ან სხვა სახის მექანიკური ზემოქმედებამ შეიძლება დააზიანოს აპარატის დეტალები, პირველ რიგში კი ობიექტივი და ეკრანი.

 

ფოტოაპარატის შენახვა არ შეიძლება ნესტიან ადგილას,  რადგან ნესტი იწვევს ფოტოაპარატის ნაწილების დაზიანებას.

 

 არ არის რეკომენდირებული ფოტოაპარატის გამოყენება ცუდი ამინდის დროს.თუ წყლის წვეთები შემთხვევით მოხვდა ფოტოაპარატში ხდება არმისი დაუყოვნებლივ გაწმენდა.

 

გარდა  ამისა არ შეიძლება ფოტოაპარატის ხმარებისას ტემპერატურის ხშირი  ცვლილება. ზამთარში როდესაც ფოტოაპარატი გაგაქვთ გარეთ თბილი შენობიდან სიცივეში მისი ზედაპირზე ჩნდება სინესტე, ამიტომ არ ღირს ფოტოაპრატის იქამდე გამოღება და გამოყენება სანამ ის არ შეეგუება ტემპერატურის ცვლილებას.

 

ფოტოაპრატის დატენვისას გამოიყენეთ მხოლოდ მისი ორიგინალი დამტენი, თავი აარიდეთ სწრაფ დამტენ საშუალებებს (quick charge), რადგან ისინი ტენიან ფოტოაპარატს არასტანდარტული დენით, რაც ძალიან ამცირებს მათი მუშაობის ვადას.

 

ფოტოაპარატის სწორი ექსპლუატაცია ნიშნავს მის სწორ და ფრთხილ მოხმარებას. ამ წესების დარღვევას კი მივყავართ ძალიან ცუდ შედეგებამდე.

 

ჩვენი პრაქტიკა აჩვენებს რომ დაზიანების უმეტესი ნაწილი სწორად არასწორი ექსპლუატაციით არის გამოწვეული.

 

 

Created by: ProService